მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LVMH-ის და Tiffany-ის $16-მილიარდიან გარიგებას პრობლემები შეექმნა

5f59ef6221895
ნათია თაქთაქიშვილი
10.09.20 22:50
815
აშშ-ის მიერ ახალი საბაჟო გადასახადების დაწესების მუქარა ფრანგულ პროდუქტებზე LVMH-ის და Tiffany-ის 16 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებულ გარიგებას პრობლემებს უქმნის. აღსანიშნავია, რომ ეს გარიგება ისტორიაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულ გარიგებად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აშშ-მა ფრანგულ პროდუქტებზე ახალი საბაჟო ტარიფების დაწესება ივლისის თვეში დაანონსა, მაგრამ მოგვიანებით 2021 წლის 6 იანვრამდე გადადო. შესაბამისად, LVMH-მა გუშინ განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობის დირექტივით, კომპანიებს შორის არსებული გარიგება შესაძლოა მომავალ წლამდე გადაიდოს.

თავის მხრივ, Tiffany-ი აცხადებს, რომ საფრანგეთის მთავრობას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია აღნიშნულ გარიგებაში ჩარევის და ამერიკული კომპანია მზად არის LVMH-ის წინააღმდეგ საქმე აღძრას, თუკი კომპანია უარს განაცხადებს გარიგების დასრულებაზე.

შეგახსენებთ, LVMH-ის ხელმძღვანელმა და მფლობელმა ბერნარ არნომ გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა, რომ კომპანია Tiffany-ის შეძენას 16,2 მილიარდ დოლარად გეგმავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები