მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

m²-ის გენერალური დირექტორი დიმიტრი ადამია გახდა

დიმიტრი ადამია

m²-ის გენერალური დირექტორის პოზიციას დიმიტრი ადამია დაიკავებს. ის დეველოპერული კომპანიის ერთ-ერთი ახალი მფლობელია.

საქმე ისაა, რომ m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 2026 წლის 5 ივნისს დასრულებული ტრანზაქციით, რომლის შედეგადაც საქართველოს კაპიტალმა" (GCAP) შვილობილი m² გაყიდა, კომპანიის მფლობელები ლაშა კვაჭაძე და დიმიტრი ადამია გახდნენ.

„m2 საქართველოს დეველოპერული სექტორის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა. მისი მთავარი ძალა მრავალწლიანი გამოცდილება და მომხმარებლების ნდობაა. ჩვენი ამოცანაა იმ სტანდარტებისა და ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერება, რომლებმაც m2 ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად აქცია. მისი განვითარების ახალი ეტაპი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, შეიქმნას დამატებითი ღირებულება, როგორც მომხმარებლებისთვის, ისე საქართველოს ეკონომიკისთვის,” - აცხადებს m²-ის გენერალური დირექტორი, დიმიტრი ადამია.

თავის მხრივ, ლაშა კვაჭაძე მრავალპროფილურ საინვესტიციო ჯგუფის “ბლოქსთოუნ კაპიტალის” დამფუძნებელია.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტი მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება ადგილობრივი კაპიტალის მონაწილეობით. m² ერთ-ერთი ძლიერი და სანდო ბრენდია საქართველოს უძრავი ქონების სექტორში და მოხარულები ვართ, რომ ინვესტიციას ვდებთ მისი განვითარების ახალ ეტაპში. ჩვენი მიზანია, კომპანიას შევუქმნათ დამატებითი შესაძლებლობები ზრდისთვის, ახალი პროექტებისა და ინოვაციების განხორციელებისთვის. მადლობას ვუხდი ჩემს პარტნიორებსა და გუნდს ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით დასრულებისთვის“, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები