მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mac-სა და Windows-ზე Messenger-ის აპლიკაციები გაითიშება

Meta

კომპანია Meta-მ გამოაცხადა, რომ დეკემბრიდან Mac-ისა და Windows-ისთვის შექმნილ Messenger-ის აპლიკაციებს სამუდამოდ გათიშავს. macOS-ის შემთხვევაში, მომხმარებლებს პირველი გაფრთხილება თვის დასაწყისში მიუვათ, Messenger-ის წაშლისთვის კი 60-დღიანი პერიოდი ექნებათ. რაც შეეხება Windows-ს, ოპერაციული სისტემიდან პროგრამა 14 დეკემბერს გაქრება.

ცხადია, თავად Messenger-ის მიმოწერის პლატფორმა კვლავ შენარჩუნდება და მისი გამოყენება ტრადიციული გზებით, ვებ-ბრაუზერებით ან ტელეფონში ჩამოწერილი აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის წინ Meta-მ Messenger-ის გამოყენება პირდაპირ Facebook-ის აპლიკაციიდანაც გახადა ხელმისაწვდომი.

Meta-ში გადაწყვეტილების მიღების კონკრეტულ მიზეზებზე არ უსაუბრიათ, თუმცა სექტორის ექსპერტებისთვის ეს მოულოდნელი ნაბიჯი არ ყოფილა. როგორც ირკვევა, აპლიკაციამ ვერ მოახერხა თავდაპირველი მიზნის მიღწევა და მომხამრებლების დიდი რაოდენობის მოზიდვა. შესაბამისად, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მისი შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საჭიროებას კომპანიაში ვეღარ ხედავდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები