მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Macbook, BuyBack სერვისი და უნაკლო ბიზნეს ინვესტიცია

63a449bef1bfd
BM.GE
22.12.22 20:00
835
BuyBack არის 2-ში 1 გადაწყვეტა თქვენი ბიზნესისთვის. მიიღეთ მძლავრი და საიმედო კომპიუტერები არსებული Mac ტექნოპარკის ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ, ASBC გამოისყიდის მოწყობილობებს ობიექტურ ფასად.

რა არის BuyBack?

ეს არის ASBC ფინანსური სერვისი კორპორატიული კლიენტებისთვის. BuyBack ნიშნავს „გამოსყიდვას“: წინასწარ განსაზღვრული პერიოდის შემდეგ გამყიდველი ყიდულობს საკუთარ პროდუქტს მყიდველისგან. ეს კონცეფცია 1990-იანი წლების ბოლოს გაჩნდა და თავდაპირველად ასოცირდებოდა საფონდო ბირჟასთან. დღეს BuyBack აქტიურად გამოიყენება გაყიდვებში.

როგორ მუშაობს

მომხმარებელი ყიდულობს MacBook-ების გარკვეულ რაოდენობას ASBC-დან და აფორმებს BuyBack ხელშეკრულებას. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ამორტიზაციის პერიოდის ბოლოს, ASBC კომპიუტერების უკან შესყიდვის ვალდებულებას იღებს. მაგალითად, IT სექტორში ეს პერიოდი 2-3 წელია, ფინანსურ სექტორში - 4-5 წელი.

მხარეები ხელს აწერენ ხელშეკრულებას, სადაც მითითებულია თანხა, პირობები და ვადები. როგორც წესი, 3 წლის მუშაობის შემდეგ გამოსყიდვის ღირებულება არის ახალი მოწყობილობის ფასის დაახლოებით 30%. კლიენტისთვის BuyBack ნიშნავს აღჭურვილობის გარანტირებულ, ჩანაცვლებას განსაზღვრული დროის შემდეგ.



ASBC-სგან Apple-ის პროდუქტის ყიდვის უპირატესობები

1. ეს არის მარტივი და მოსახერხებელი მეთოდი კორპორატიული მოწყობილობის გასაახლებლად. თქვენ არ გჭირდებათ ფიქრი თუ როგორ განაახლოთ მოძველებული აღჭურვილობა. ASBC ზრუნავს ყველაფერზე. თქვენი გუნდი ყოველთვის იმუშავებს MacBook-ის უახლეს და საუკეთესო მოდელებზე.

2. გაყიდვის გარანტირებული უფლება, გათვალისწინებული ყიდვის ხელშეკრულების პირობებში.

3. ღირებულების ნაწილის და ამორტიზაციის შემცირება. მოწყობილობების ამორტიზაციის ვადა განისაზღვრება BuyBack ხელშეკრულებით და მოქმედებს მისი ხელმოწერის მომენტიდან.

4. MacBook-ის შემცირებული ღირებულება, რომელიც ამორტიზდება: ახალი კომპიუტერის ფასი მინუს შესყიდვის ფასი.

5. არ არის საჭირო მოწყობილობების დასაწყობება. გამოუყენებელი აღჭურვილობა სადმე უნდა შევინახოთ, თუმცა ყველა კომპანიას არ აქვს შესაბამისი საოფისე ფართი ან საწყობი. კომპანია ასევე იხდის აღჭურვილობის განკარგვის საფასურსაც. BuyBack-ის შემთხვევაში თქვენ უბრალოდ იღებთ ფულს.


BuyBack არის ექსკლუზიური სერვისი ASBC-სგან. MacBook Pro არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლეპტოპი ბაზარზე. როდესაც ყიდულობთ MacBook-ს BuyBack-ით, თქვენ მიიღებთ ორმაგ სარგებელს თქვენი კომპანიის საოპერაციო ხარჯების შემცირებით და რეზერვში მყოფი თანამედროვე კომპიუტერების მრავალწლიანი ფუნქციონირებით. ეს არის სერვისისა და პროდუქტის შესანიშნავი კომბინაცია.

რატომ უნდა აირჩიოთ MacBook Pro?

პროგრამისტებს, დიზაინერებს და ყველას, ვინც ქონთენზე მუშაობს, მძლავრი კომპიუტერი სჭირდებათ. 14-დიუმიანი და 16-დიუმიანი MacBook Pro-ები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება ყველაზე რთულ და მძიმე ამოცანებსაც კი.

• M1 Pro და M1 Max ყველაზე მძლავრი ჩიპებია Apple ისტორიაში - CPU 10 ბირთვამდე და GPU 32 ბირთვამდე, 64 GB საერთო მეხსიერების მხარდაჭერით.

14.2" და 16.2" Liquid Retina XDR ეკრანი. დავალებების შესრულება თქვენს Mac-ზე უფრო სწრაფი და მოსახერხებელი იქნება, რადგან მეტი ინფორმაცია ეტევა ეკრანზე.

512 GB და 1 TB SSD (გაფართოვდება 8 ტბ-მდე) - ნამდვილად საკმარისი ადგილია მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესანახად.

გაფართოება მაქსიმალური ფუნქციონირებისთვის: SDXC ბარათის სლოტი, HDMI პორტი, 3.5 მმ ყურსასმენის პორტი, MagSafe 3 კვების პორტი, სამი Thunderbolt 4 (USB‑C) პორტი.

3-მდე დამატებითი მონიტორის მხარდაჭერა. DispalyPort და USB-C ინტერფეისი. VGA, HDMI, DVI და Thunderbolt 2 პორტებით და ადაპტერები.

გამძლე მასალა. MacBook-ის კორპუსი დამზადებულია ალუმინის ერთი ნაწილისგან, მსუბუქი და გამძლე მასალისგან, რომელიც უძლებს დაზიანებას. მრავალწლიანი გამოყენების შემდეგაც კი, თქვენი Mac კვლავ ახალივით გამოიყურება.



Mac-ის უპირატესობები ბიზნესში

MacBook-ებს აქვთ მაღალი ნარჩენი ღირებულება. 3 წლის მუშაობის შემდეგ ისინი ინარჩუნებენ თავდაპირველი ფასის 32%-ს. სტანდარტული კომპიუტერი იმავე პერიოდში - მხოლოდ 8%. ეს გამოწვეულია იმით, რომ Mac-ები იღებენ ოპერაციული სისტემის უფასო განახლებებს 5-6 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, Apple-ის კომპიუტერების წარმოებაში გამოიყენება მაღალი ხარისხის კომპონენტები და ძვირადღირებული მასალები.

არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ბიზნესში მომგებიანია MacBook-ის გამოყენება.

• macOS ოპერაციული სისტემა საიმედოდ არის დაცული ვირუსებისა და მავნე პროგრამებისგან. და არ საჭიროებს დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას.

• კომპიუტერზე უკვე დაინსტალირებულია ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა: ტექსტთან მუშაობის აპლიკაციები, ცხრილები, პრეზენტაციები და მულტიმედია.

• MDM გადაწყვეტილებები საშუალებას გაძლევთ დისტანციურად მართოთ თანამშრომლების მოწყობილობები.

• Mac ზრდის თანამშრომლების ლოიალობას. Jamf Employee Choice-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ თუ არჩევანს მიეცათ, დაახლოებით 4 თანამშრომლიდან 3 აირჩევდა Apple-ის მოწყობილობებს სამუშაოდ.

• კომპანიის რესურსების დაზოგვა. მაღალი საიმედოობა და Mac-ის სწრაფი ინტეგრაცია დაზოგავს თანამშრომლების დროს და შესაბამისად კომპანიის რესურსებს.




რატომ უნდა აირჩიოთ ASBC?

ASBC ტექნოლოგიურ ბაზარზე 1996 წლიდან მოღვაწეობს. კომპანია გთავაზობთ აღჭურვილობას და სხვადასხვა გადაწყვეტებს IT სეგმენტში და ასევე ახორციელებს მათ ინტეგრაციას არსებულ ეკოსისტემებში. ASBC მუშაობს სამი მიმართულებით: B2B, В2С და ელექტრონული კომერცია, ასევე აქვს ავტორიზებული სერვის ცენტრები. კომპანიის პარტნიორები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები როგორებიცაა Apple, Lenovo, Prestigio, Logitech, Microsoft და ა.შ.

ASBC-თან თანამშრომლობით მიიღებთ:

1. მომსახურების ფართო არჩევანი. კომპანია არის Apple-ის ავტორიზებული სერვისის პროვაიდერი. და გთავაზობთ უნიკალურ თანმხლებ სერვისებს: Trade-in, BuyBack, ჩანაცვლების ფონდი, გაფართოებული გარანტია, CTO, ABM, JAMF, ტრენინგი Apple-ის სერტიფიცირებული ტრენერებისგან.

2. ოფიციალური თანამშრომლობა. ASBC მუშაობს კანონის ფარგლებში, ამიტომ ყველა მოწყობილობა შეიძლება განთავსდეს ბალანსზე და ექვემდებარება ამორტიზაციას. გამორიცხულია მოწყობილობის დაბლოკვის რისკები (როგორც ეს შეიძლება იყოს "ნაცრისფერ" ბაზარზე კომპიუტერის ყიდვისას).

3. ერთი შესვლის წერტილი. თქვენ არა მხოლოდ ყიდულობთ აღჭურვილობას ერთი მომწოდებლისგან, არამედ მისი დახმარებით უმკლავდებით ოფისის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების უმეტესობას.

4. გამარტივებული ინტეგრაცია. ASBC-ის ექსპერტიზა და გამოცდილება 8 ქვეყანაში დაგეხმარებათ ახალ ბაზარზე შესვლასა და თქვენი ბიზნეს გეოგრაფიის გაფართოვებაში.

5. მორგებადი მაკბუქები. ეს არის მოდელები ინდივიდუალური მახასიათებლებით, რომლებიც აწყობილია Apple-ის ქარხანაში სპეციალურად თქვენი საჭიროებისთვის.

დღეს ASBC წარმოდგენილია 8 ქვეყანაში და ჰყავს 10 ათასზე მეტი B2B კლიენტი. მათ შორისაა მსოფლიო რეპუტაციის მქონე კომპანიები: EPAM, Wargaming, Grid Dynamics, Fitbit (Google-ის შვილობილი კომპანია), Ring (Amazon) და სხვა.

დეტალური ინფორმაცია ვებგვერდზე https://asbc.ge/macbook  და ტელეფონით: 597 771 737/

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები