მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაჭავარიანი: დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა უთანაბრდება მოგების გადასახადის რეფორმას

5fd8faf7b4b11
BM.GE
15.12.20 23:40
544
დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა ეკონომიკური ეფექტით უთანაბრდება მოგების გადასახადის რეფორმას, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას, რომელიც „საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში გაიმართა. მისი თქმით, დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემის გამართვა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და 2019 წელს 2016 წელთან შედარებით დაბრუნებული გადასახადები თითქმის გაოთხმაგდა.

„ამ მხრივ, 2020 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. დღეს ჩვენ გვაქვს სრულად ავტომატიზებული დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა, როდესაც მეწარმეს მოთხოვნის გარეშე უბრუნდება მისი კუთვნილი ზედმეტობა. ავტომატური დაბრუნების სისტემით, პირველივე თვეში ისარგებლა 10 000-ზე მეტმა გადამხდელმა და დაბრუნდა 165 მლნ ლარზე მეტი. ახალი სისტემა, უზრუნველყოფს ბიზნესისთვის ასობით მილიონი ლარის ფინანსურ აქტივზე შეუფერხებელ წვდომას“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები