ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დამთავრების შემდეგ, გამართულ ბრიფინგზე BMG-ის კითხვაზე, თუ რა სახით გეგმავს მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დანერგვას, საპასუხოდ განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადება ხვალ გაკეთდება.
"დაელოდეთ, ხვალ მოისმენთ ამის შესახებ,"- თქვა მაჭავარიანმა.
როგორც ცნობილია, მთავრობა გეგმავს ახალი პროგრამის წარდგენას, რომელიც მოქალაქეების იპოთეკური სესხების თანადაფინანსებას გულისხმობს. პროგრამის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.