მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება

63207a15ce6b6
BM.GE
13.09.22 16:39
1199
13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ თბილისის მერია იტყობინება.

მერიის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი დაგეგმილი საგზაო სამუშაოებია.

"თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება", - აცხადებენ მერიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები