მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადრიდის "რეალმა" სოციალურ ქსელში ნახევარ მილიარდ გამომწერს მიაღწია

რეალ მადრიდი

მადრიდის "რეალი“ ყველა სოციალურ პლატფორმაზე ჯამში 500 მილიონ გამომწერამდე მივიდა. ამ მიღწევით კლუბი ისტორიაში პირველი სპორტული ორგანიზაცია გახდა.

"ეს მაჩვენებელი ციფრულ გარემოში კლუბის დომინირებას მხოლოდ ზრდის. საფეხბურთო კლუბებს შორის ჩვენ ყველაზე ხშირად ნახვადი ვებსაიტი გვაქვს - 8,9 მილიონი მნახველით თვეში“, - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში

მადრიდულ გუნდს სხვადასხვა სპორტის სახეობაში 37 ოფიციალური გვერდი აქვს, 7 სხვადასხვა ენაზე (ესპანური, ფრანგული, ინგლისური, არაბული, პორტუგალიური, ჩინური და იაპონური).

ცნობისთვის მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც სოციალურ ქსელში 500 მილიონ გამომწერს მიაღწია ასევე მადრიდის "რეალის“ ყოფილი მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელმა ეს მაჩვენებელი 2021 წელს დააფიქსირა და სოციალურ პლატფორმა ინსტაგრამზე ახლა უკვე 600 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები