მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მადრიდის “რეალმა” ესპანეთის სუპერ თასზე გამარჯვებით 2,2 მილიონი დოლარი მიიღო

რეალი სუპერ თასი

მადრიდის "რეალმა" 2024 წელს პირველი ტიტული, ესპანეთის სუპერთასი მოიგო. საუდის არაბეთში გამართული "ელ კლასიკო" განსაკუთრებული გამოდგა ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორისთვის, რომელმაც პირველივე ტაიმში სამი გოლი გაიტანა და მადრიდულ გუნდს უდიდესი უპირატესობა მიანიჭა. საბოლოო ჯამში მატჩი “რეალის” გამარჯვებით 4-1 დასრულდა და სეზონში პირველი სატიტულო გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ესპანეთის სუპერ თასზე შეიცვალა ტურნირის ფორმატი, რომელიც ნახევარფინალებსა და ფინალს მოიცავს და ამავდროულად მნიშვნელოვნად გაიზარდა საპრიზო ფონდიც. მხოლოდ მასპინძლობისთვის საუდის არაბეთმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას 43,8 მილიონი გადაუხადა, “ბარსელონამ” და “რეალმა” მხოლოდ მონაწილეობისთვის 6,5 მილიონი ევრო აიღეს, “ატლეტიკომ” 3,3, ხოლო “ოსასუნამ” 800 ათასი ევრო.

გამარჯვებულმა “მადრიდის რეალმა” 2,2 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო დამარცხებულმა “ბარსელონამ” ორჯერ ნაკლები, შესაბამისად, 1,1 მილიონი დოლარი.

ცნობისთვის, “ბარსელონა” და “რეალი” ესპანეთის სუპერთასის ეგიდით ერთმანეთს მეცხრედ შეხვდნენ, მათ შორის მეორედ ერთმატჩიან ფინალში. აქედან "სამეფო კლუბმა" ტიტული 7-ჯერ მოიგო, ხოლო "ბლაუგრანამ" მხოლოდ ორჯერ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები