მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

New Balance-მა ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი ენდრიკი გაიფორმა

ენდრიკი ნიუ ბალანსი

სპორტული ტანსაცმელების მწარმოებელმა კომპანია New Balance-მა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უნიჭიერესი ტალანტი ენდრიკთან შეთანხმება გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ამჟამად მხოლოდ 17 წლისაა და ის ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია.

“განსაკუთრებული დღეა კომპანიის ისტორიაში, რადგან ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თინეიჯერი გავიფორმეთ. ენდრიკი ჩვენ კომპანიას იდეალურად განასახიერებს, რადგან როდესაც საქმე გამოწვევებს ეხება ის უშიშარი ხდება და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. სულ რამდენიმე წელიწადში ენდრიკი ჩვენი უმთავრესი სახე გახდება ბრაზილიაში, ხოლო შემდეგ მთლიანად საფეხბურთო სამყაროში”, - განაცხადა New Balance-ის მარკეტინგის დირექტორმა ენდრიუ მაქგარტიმ.

ენდრიკმა New Balance-ზე არჩევანი მას შემდეგ შეაჩერა, რაც კომპანიამ მისთვის სპეციალური მოოქრული საფეხბურთო ბუცები შეკერა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ენდრიკი მადრიდის “რეალმა” გასულ ზაფხულს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა მშობლიურ “პალმეირასში” გაანათხოვრა და ის კლუბს მომავალ ზაფხულს, მას შემდეგ შეუერთდება, რაც სრულწლოვანი გახდება.