მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღალ ეკონომიკურ ზრდას ტურიზმი, ექსპორტი და ინვესტიციები განაპირობებს - დავითაშვილი

630379036d64d
მარიამ ვარადაშვილი
22.08.22 16:38
867

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდას გაზრდილი ექსპორტი, ინვესტიციები და აღდგენილი ტურიზმი განაპირობებს. 

მიმდინარე წლის ორ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა ჯამში 10.5%-ით არის  გაზრდილი. 

“2021 წელს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წლიურად გვაქვს ორნიშნა ზრდა 10%-ზე მაღალი, რისი შენარჩუნებაც საკმაოდ რთული გამოწვევა იყო, მაგრამ აუცილებელი ამოცანა, რომელსაც მთავრობა ისახავს მიზნად. ინფლაციური წნეხი ართულებს მთავრობის გადაწყვეტილებებს და აქ გვჭირდება დავაბალონსოთ ისე, რომ არ გვქონდეს ძალიან მაღალი ინფლაცია. ეს ხორციელდება ზუსტად იმ ნაბიჯებით, რომელსაც ერთის მხრივ მთავრობა დგამს, ხოლო მეორე მხრივ ეროვნული ბანკი. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილებები თანხვედრაშია [მთავრობის პოლიტიკასთან].

ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ხშირ შემთხვევაში აღქმები რეალობასთან ახლოს არ არის. პირველ რიგში ის, რომ ჩვენ ახალი ტურისტული ნაკადების მიღება შევძელით, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოვახდინეთ სრულად ტრადიციული ბაზრებიდან ვიზიტების აღდგენა. მათ შორის ხშირად არის საუბარი რუსეთზე და თუ ნახავთ 2019 წლის მონაცემებს შემცირებულია რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა. ასევე, არის აზერბაიჯანიც. ახალი მიმართულებებიდან მივიღეთ მაღალმხარჯვეულიანი ტურისტები და ამ მიმართულებით სამინისტრო მუშაობას აგრძელებს”,-აცხადებს დავითაშვილი.

ამის მაგალითად ეკონომიკის მინისტრი სპარსეთის ყურის ქვეყნებს ასახელებს, სადაც მისი თქმით, გაიზარდა როგორც რეგულარული პირდაპირი ფრენები, ასევე ჩარტერული რეისები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები