მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალანაზღაურებადი მენეჯერები - ბანკებმა უმაღლესი რგოლის დაქირავებისთვის რეკორდული თანხა გაიღეს

64982e8d9ae70
ნინო ტაბატაძე
25.06.23 18:48
6633
სტატიაში საუბარია:
2022 წელს, კომერციულ ბანკებს უმაღლესი რგოლის დაქირავება რეკორდული თანხა დაუჯდა. გასულ წელს 13-მა კომერციულმა ბანკმა დირექტორატის, სამეთვალყურეო საბჭოსა და რისკის ამღებ პირთა ანაზღაურებისთვის 162.2 მლნ ლარი მიმართა (სანქცირებული რუსული VTB-ს შვილობილ „ვითიბი ბანკ საქართველოს“ წლიური ანგარიშგება წარდგენილი არ აქვს).

ეროვნულ ბანკში წარდგენილი წლიური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ანაზღაურების ნაწილი ნაღდი ფულით გაიცა. ჯამური თანხა ფიქსირებულ და ცვალებად, ასევე ფულად და აქციებით გადახდილ ხელფასს მოიცავს. აღსანიშნია, რომ ანაზღაურების ნაწილი გადავადებული სახით გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიჭებული თანხის ან აქციების გადაცემა რამდენიმე წლის შემდეგ მოხდება. 

„საქართველოს ბანკის“ სახელფასო პორტფელში ყველაზე დიდი წილი აქციებით გადახდილ ხელფასს უჭირავს. „საქართველოს ბანკზე“ მოდის საბანკო სექტორის მიერ უმაღლესი რგოლის დაქირავებისთვის გადახდილი ჯამური თანხის ნახევარი.

ბანკების მიხედვით, 2022 წელს მინიჭებული ანაზღაურება

(ფიქსირებული, ცვალებადი, გადავადებელი, ფულადი და არაფულადი სახით, ჯამური მაჩვენებელი)

საქართველოს ბანკი

სახელფასო ფონდი - 81 820 848 ლარი

10 დირექტორი 53 367 562 ლარი
9 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 2 649 939 ლარი
42 რისკის ამღები პირი - 25 803 347 ლარი


თიბისი ბანკი

სახელფასო ფონდი - 37 840 723 ლარი
6 დირექტორი - 19 801 138 ლარი, მათ შორის
8 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 2 304 982 ლარი
34 რისკის ამღები პირი - 15 734 603 ლარი


ბაზისბანკი

სახელფასო ფონდი - 7 483 538 ლარი
4 დირექტორი 6 726 453 ლარი
4 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 757 085 ლარი

კრედო ბანკი

სახელფასო ფონდი - 6 686 418 ლარი
6 დირექტორი 6 185 498 ლარი
6 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 500 920 ლარი

ტერაბანკი

სახელფასო ფონდი -5 683 152 ლარ

5 დირექტორი 3 255 501 ლარი
6 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 112 500 ლარი
17 რისკის ამღები პირი 2 315 151 ლარი


პაშა ბანკი

სახელფასო ფონდი - 5 122 291 ლარი

4 დირექტორი 2 488 432 ლარი
3 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 445 530 ლარი
12 რისკის ამღები პირი 2 188 329 ლარი


ლიბერთი

სახელფასო ფონდი - 4 555 532 ლარი

5 დირექტორი 1 160 291 ლარი
4 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 732 918 ლარი
17 რისკის ამღები პირი 2 662 323 ლარი

პროკრედიტ ბანკი

სახელფასო ფონდი - 4 084 581 ლარი

4 დირექტორი   773 096 ლარი
3 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 86 174 ლარი
36 რისკის ამღები პირი 3 225 311 ლარი

ქართუ ბანკი

სახელფასო ფონდი -3 559 276 ლარი

7 დირექტორი - 1 679 247 ლარი
4 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 300 490 ლარი
12 რისკის ამღები პირი 1 579 539 ლარი

იშ ბანკი

სახელფასო ფონდი -1 884 483 ლარი

4 დირექტორი 1 268 456 ლარი
6 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 196 860 ლარი
5 რისკის ამღები პირი 419 167 ლარი


სილქ ბანკი

სახელფასო ფონდი -1 601 238 ლარი

10 დირექტორი 1 062 096 ლარი
3 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 305 039 ლარი
15 რისკის ამღები პირი 234 103 ლარი


ხალიკ ბანკი

სახელფასო ფონდი - 1 185 091 ლარი

5 დირექტორი - 938 984 ლარი
1 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - 246 107 ლარი

ზირაათ ბანკი

სახელფასო ფონდი - 724 237 ლარი

4 დირექტორი 596 850 ლარი
5 სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 127 387 ლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები