საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები 106 მილიარდი ლარის ტოლია, ეს 2025 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომაზე 1 მილიარდი ლარით მეტია. 2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მიერ გაცემული კრედიტების მოცულობაა 73.4 მილიარდი ლარი, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი 69.7 მილიარდ ლარს აჭარბებს.
საფინანსო სექტორი, დღეს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მოგებიანი ნაწილია, 2025 წელს სექტორის მოგებამ 3.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
ამასთან, 16 აპრილს ხელი მოეწერა ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო სექტორის უმსხვილეს გარიგებას, რომლითაც "ლიბერთი ბანკის" მფლობელმა ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა ის "ბაზისბანკის" მფლობელ ჰუალინგ ჯგუფს მიჰყიდა. გარიგების შედეგად, საქართველოს სიდიდით მესამე ბანკი "ბაზისბანკი" გახდება, ხოლო მისი აქტივები საბანკო სისტემის 10.5%-ს გადააჭარბებს.
საქართველოს საბანკო სისტემის ორი უმსხვილესი მოთამაშე - საქართველოს და თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის წარმოდგენილი და შესაბამისად, მათი მთავარი აქციონერები გლობალური ინვესტორები არიან. სწორედ ამ ორ ბანკზე სისტემის აქტივების 75%; კრედიტების 75% და დეპოზიტების 77% მოდის.
2026 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს ბანკების მფლობელები და აქტივები ასე ნაწილდება:
1) საქართველოს ბანკი - აქტივები 41.7 მილიარდი ლარი, კრედიტები 28 მილიარდი ლარი, დეპოზიტები - 28.4 მილიარდი ლარი. მოგება 2025 წელს 1.63 მილიარდი ლარი. სისტემის აქტივების 39.3%.
ბანკის წილებს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- Georgia Capital JSC (რომელიც თავის მხრივ ასევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ჰოლდინგია) - 16.88%.
- BlackRock, Inc. – 5.73%
- Dimensional Fund Advisors LP – 5.13%
- JP Morgan Asset Management – 4.43%
- The Vanguard Group, Inc. – 4.28%
- PGGM – 2.91%
- M&G Investment Management Limited – 2.81%
- Artemis Investment Management LLP – 2.39%
- Firebird Management LLC – 1.98%
- UBS Asset Management AG – 1.81%
2) თიბისი ბანკი - აქტივები 38.2 მილიარდი ლარი, კრედიტები 27 მილიარდი ლარი, დეპოზიტები - 25.3 მილიარდი ლარი. მოგება 2025 წელს 1.27 მილიარდი ლარი. სისტემის აქტივების 36%.
ბანკის წილებს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- მამუკა ხაზარაძე – 9.59%
- BlackRock, Inc. – 7.11%
- Fidelity International Ltd – 6.39%
- ბადრი ჯაფარიძე – 5.73%
- Dunross & Co. – 5.41%
- The Vanguard Group, Inc. – 4.60%
- Allan Gray Proprietary Ltd. – 3.32%
- WCM Investment Management, LLC – 2.79%
- Dimensional Fund Advisors LP – 2.63%
- Brandes Investment Partners, LP – 2.61%
- Société Générale Société anonyme – 1.95%
3) ბაზისბანკი (ლიბერთი ბანკის შესყიდვის შემდეგ) - აქტივები 11.2 მილიარდი ლარი, კრედიტები 8 მილიარდი ლარი, დეპოზიტები - 8 მილიარდი ლარი. მოგება 2025 წელს ბაზისბანკი 110 მილიონი ლარი; ლიბერთი ბანკი 126 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 10.5%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- მიე ენხვა - 41.752%
- მი ზაიქი - 56.266%
4) კრედო ბანკი - აქტივები 3.85 მილიარდი ლარი, კრედიტები 3.2 მილიარდი ლარი, დეპოზიტები - 1.8 მილიარდი ლარი. მოგება 2025 წელს 92.6 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 3.63%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- Agence Francaise de developpement – 12.78%
- LFS Advisory GmbH (Germany) – 11.89%
- International Finance Corporation (USA) – 7.44%
- Dr. Bernd Zattler – 7.16%
- Kreditanstalt für Wiederaufbau (Germany) – 6.36%
- Satyagraha Inc. – 6.03%
- British International Investment PLC (UK) – 5.91%
- European Investment Bank (Luxembourg) – 5.91%
- Omidyar Tufts Active Citizenship Trust (USA) – 5.61%
5) პროკრედიტ ბანკი - აქტივები 2.26 მილიარდი ლარი, კრედიტები 1.4 მილიარდი ლარი, დეპოზიტები - 1.5 მილიარდი ლარი. მოგება 2025 წელს 28.7 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 2.12%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- Zeitinger Invest GmbH – 18.30%
- KfW - Kreditanstalt für Wiederaufbau – 13.20%
- DOEN Participaties BV – 12.50%
- EBRD - European Bank for Reconstruction and Development – 8.70%
6) ტერა ბანკი - აქტივები 2.20 მილიარდი ლარი, კრედიტები 1.67 მილიარდი ლარი, დეპოზიტები - 1.42 მილიარდი ლარი. მოგება 2025 წელს 30.9 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 2.07%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- Sheikh Nahayan Mabarak Al Nahayan (UAE-ს ტოლერანტობის მინისტრი) - 80%
- Sheikh Mohamed Buti Al Hamed - 15%
- LTD "Investment Trading Group" - 5%
7) ქართუ ბანკი - აქტივები 1.97 მილიარდი ლარი, კრედიტები 1.16 მილიარდი ლარი, დეპოზიტები - 1.38 მილიარდი ლარი. მოგება 2025 წელს 38.3 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 1.86%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- უტა ივანიშვილი - 35%. სხვა აქციონერები 5%-ზე მეტს არ ფლობენ და ანგარიშში არ არიან მითითებული.
8) ხალიკ ბანკი - აქტივები 1.12 მილიარდი ლარი, კრედიტები 978 მილიონი ლარი, დეპოზიტები - 315 მილიონი ლარი. მოგება 2025 წელს 22.2 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 1.05%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- ტიმურ ყულიბაევი (ნურსულთან ნაზარბაევის სიძე) - 31%,
- დინარა ყულიბაევა (ნურსულთან ნაზარბაევის შვილი) - 31%
- The Bank of New York (ნომინალური მფლობელი) - 35%
9) მიკრობანკი კრისტალი - აქტივები 699 მილიონი ლარი, კრედიტები 592 მილიონი ლარი, დეპოზიტები - 36.2 მილიონი ლარი. მოგება 2025 წელს 13.7 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 0.66%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- Agrif Cooperatief U.A. – 40.03%
- DWM Funds S.C.A.-SICAF-SIF – 18.80%
- არჩილ ბაკურაძე – 12.02%
- მალხაზ ძაძუა – 9.31%
- დავით ბენდელიანი – 5.73%
- ალუ გამახარია – 3.08%
- პაატა წოწონავა – 2.63%
- კით იანგი – 1.65%
- ვახტანგ ბაკურაძე – 1.27%
10) პაშაბანკი - აქტივები 692 მილიონი ლარი, კრედიტები 416 მილიონი ლარი, დეპოზიტები - 444 მილიონი ლარი. მოგება 2025 წელს 2.4 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 0.65%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- არიფ პაშაევი (მეჰრიბან ალიევას მამა) - 18.99%
- არზუ ალიევა (ილჰამ ალიევის შვილი) - 35.21%
- ლეილა ალიევა (ილჰამ ალიევის შვილი) - 35.21%
- მირ ჯამალ პაშაევი - 10.59%
11) იშბანკი - აქტივები 626 მილიონი ლარი, კრედიტები 328 მილიონი ლარი, დეპოზიტები - 387 მილიონი ლარი. მოგება 2025 წელს 14.3 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 0.59%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- თურქეთის იშ ბანკის საპენსიო ფონდი - 38.37%
- თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტია - 28.09%.
12) VTB ბანკი (სანქცირებულია 2022 წლის თებერვლიდან და შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს, ბანკის საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის უდიდესი ნაწილი სანქცირებიდან მალევე ბაზისბანკმა და ლიბერთი ბანკმა შეიძინეს) - აქტივები 437 მილიონი ლარი, კრედიტები 160 მილიონი ლარი, დეპოზიტები - 13.1 მილიონი ლარი. ზარალი 2025 წელს 54 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 0.41%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო - 60%.
13) ზირაათ ბანკი - აქტივები 423 მილიონი ლარი, კრედიტები 265 მილიონი ლარი, დეპოზიტები - 307 მილიონი ლარი. მოგება 2025 წელს 7.1 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 0.40%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- ბანკის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია "თურქეთის რესპუბლიკის ზირაათ ბანკი“, ბანკის საბოლოო ბენეფიციარია თურქეთის ქონების მართვის ფონდი.
14) სილქ ბანკი - აქტივები 238 მილიონი ლარი, კრედიტები 135 მილიონი ლარი, დეპოზიტები - 143 მილიონი ლარი. ზარალი 2025 წელს 24.2 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 0.22%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- გიორგი რამიშვილი - 36.01%
- ერკინ ტატიშევი, ყაზახეთი - 36.01%
- ალექსი თოფურია - 16.63%
- დევიდ ფრანც ბორგერი, გერმანია - 5.54%
- ალექსანდრე ხეთაგური - 5.54%
15) მიკრობანკი ემბისი - აქტივები 208 მილიონი ლარი, კრედიტები 153 მილიონი ლარი, დეპოზიტები - 4.7 მილიონი ლარი. მოგება 2025 წელს 5.6 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 0.19%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- გია პეტრიაშვილი – 25.78%
- ოთარ რუხაძე – 17.96%
- ტარას ნიჟარაზე – 11.25%
- თენგიზ მაზიაშვილი – 9.10%
- გოდერძი მელაძე – 7.64%
- მურმან ამბროლაძე – 6.75%
- გიორგი გოთოშია – 5.78%
- გიორგი ვაჩნაძე – 5.02%
16) პეივბანკი - აქტივები 171 მილიონი ლარი, კრედიტები 0 ლარი, დეპოზიტები - 140 მილიონი ლარი. მოგება 2025 წელს 1.52 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 0.16%. (ბანკი საცდელ რეჟიმშია და ჯერ კრედიტების გაცემის უფლება არ აქვს).
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- ომარ-სალიმ დანანი – 63.79%
- საიმონ ჯეიმს ვანს-კოლინა – 15.12%
- დმიტრი ბოჩაროვ – 11.10%
- ACCEL INDIA VIII (MAURITIUS) LIMITED – 9.99%
17) ჰეშბანკი - აქტივები 72.5 მილიონი ლარი, კრედიტები 0.2 მილიონი ლარი, დეპოზიტები - 3 მილიონი ლარი. ზარალი 2025 წელს 10.5 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 0.07%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- ვოლოდიმირ ნოსოვი - 50.00%
- სულხან პაპაშვილი - 30.50%
- ლაშა პაპაშვილი - 19.50%
18) პეისერა ბანკი - აქტივები 18.5 მილიონი ლარი, კრედიტები 0 ლარი, დეპოზიტები - 5.6 მილიონი ლარი. ზარალი 2025 წელს 1.8 მილიონი ლარი. სისტემის აქტივების 0.02%.
სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ბანკის 5%-ზე მეტს შემდეგი აქციონერები ფლობენ:
- ზაზა ბუაძე – 49.06%
- დიმიტრი ქუმსიშვილი – 15.09%
- ირაკლი ვეკუა – 15.09%
- ივანე თევდორაშვილი – 15.09%
- მინდია საბანაძე – 5.66%




























