მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა

6496fc8ad6d6e
მარიამ ვარადაშვილი
24.06.23 18:21
919
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურელ მაღაროელებსა და “ჯორჯიან მანგანეზის” მენეჯმენტს შორის შეთანხმება შედგა.

უწყების ცნობითვე, სახელმწიფოს ჩართულობით, მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა.

ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა, რაც შეეხება ხელფასის მატებას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%-მდე გაიზრდება. გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ შეიქმნება სპეციალური კომისიაც, რომელშიც ყველა მხარის წარმომადგენელი შევა.

ამავე კომისიამ სამი თვის განმავლობაში უნდა დადოს კომპანიის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. მხარეებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც გაფორმდა შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი. მას ხელი დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა მოაწერეს. დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას, მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს.

შეთანხმების შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანებაც ავრცელებს. მათი ცნობით, შეთანხმების მიხედვით, პირველი იანვრიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, დასაქმებულებს ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით, დაემატებათ 100%-იანი ხელფასის 5% იმ 60%-იან ხელფასზე, რომელზეც თებერვლიდან მუშაობდნენ. პირველი ივლისიდან კი დამატებით 6,9 %.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები