მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაღაზიების გახსნის შემდეგ, ელექტროტექნიკის გაყიდვები 90%-ით გაიზარდა

6026a0bbd9a5a
შოთა ტყეშელაშვილი
12.02.21 20:30
639
1 თებერვლიდან თბილისში განაახლეს მუშაობა იმ მაღაზიებმა და სუპერმარკეტებმა, რომელთაც საქმიანობა შეზღუდული ჰქონდათ, მათ შორის ელექტროტექნიკის საქმიანობაც განახლდა. 

TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 3-9 თებერვლის შუალედში საბანკო ბარათებით ელექტროტექნიკაზე ხარჯვის მოცულობა წლიურ ჭრილში 90%-ით გაიზარდა.

სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა და წლიურად 30% შეადგინა, ხოლო ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი გაიზარდა და 3-9 თებერვლის პერიოდში წლიურმა ცვლილებამ 44% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები