მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმა სასტიკი შეტევაა კაცობრიობის წინააღმდეგ - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

პარასკევს, გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მომხდარ თავდასხმას, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება.

"თავდასხმა მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე სასტიკი შეტევაა საშობაო სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ.

ფიქრებით დაზარალებულთა ოჯახებთან და გერმანელ ხალხთან ვარ", - წერს პრეზიდენტი.

გუშინ, გერმანიის ქალაქ მაგდებურგის ხალხმრავალ საშობაო ბაზრობაზე ავტომობილი შეიჭრა. შემთხვევას ორი ადამიანის, მათ შორის ერთი მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეჭვმიტანილი პირი, 50 წლამდე მამაკაცი, სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები