მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალ ეკონომიკურ ზრდას 2025 წელსაც შევინარჩუნებთ - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფიქრობს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, 2025 წლისთვის დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა არ გადაიხედება.

„მაღალ ეკონომიკურ ზრდას 2025 წელსაც შევინარჩუნებთ“, - აცხადებს „ოცნების“ მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი.

ინფორმაციისთვის: "ოცნების" მთავრობა 2025 წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელის.

"საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ვაჩვენეთ 2024 წელს და მიუხედავად ბოლო ორი თვის შედეგებისა, წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ. მაღალი ეკონომიკური აქტივობა 2025 წელსაც უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური პროცესები განვითარდება გეგმის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა მოგვიწევს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა, ირაკლი კობახიძის და ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები