მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მაღალ ფასებს წინაპირობები აქვს“ - რითეილ-ექსპერტი კობახიძეს კითხვებით მიმართავს

მირანდა მანჯგალაძე

რითეილ-ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პროდუქტის მაღალ ფასს გარკვეული წინაპირობები წარმოშობს, რომელიც უფრო დეტალურად უნდა გაანალიზდეს, ვიდრე ეს ირაკლი კობახიძის ვიდეო-განცხადებაში იყო ნათქვამია. ის მიესალმება პრემიერის მიერ საზოგადოების მიმართ გამოხატულ ზრუნვას, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ზოგიერთი განცხადება საკმაოდ ხმამაღალი იყო.

„ერთ-ერთი, რაც ამ ვიდეომიმართვით მომეწონა, ის არის, რომ ჩვენი პრემიერი ზრუნავს საზოგადოებაზე და მომატებულ ფასებზე, რაც კარგა ხანია აწუხებს საზოგადოებას. რადგან საზოგადოების ნაწილი მეც ვარ, ჩემს სუბიექტურ აზრს ვიტყვი, რომ ნამდვილად მაღალი ფასებია საქართველოში“, - აცხადებს „საქმის კურსთან“ საუბრისას მირანდა მანჯგალაძე და ამბობს, რომ მას პრემიერთან და იმ ჯგუფთან, რომელმაც ამ საკითხზე იმუშავა კონკრეტული კითხვები აქვს.

რითეილ-ექსპერტი მხოლოდ ერთ საკითხს განმარტავს, რაც კომპანიების წმინდა მოგებას შეეხება და აცხადებს, რომ ქართული ქსელური მარკეტების EBITDA ანუ კომპანიის ეფექტიანად მუშაობის შეფასების მაჩვენებელი, რასაც ინვესტორები კომპანიის მოგებიანობის შესაფასებლად იყენებენ და ასევე რომლითაც კომპანიების ერთმანეთთან შედარება ხდება, ევროპულ მაჩვენებელს ჩამორჩება.

„თუმცა მაღალ ფასებს თავისი წინაპირობები აქვს, რომლებიც უფრო დეტალურად უნდა გავაანალიზოთ, ვიდრე, დავუშვათ, ვიდეომიმართვით მიწოდებული ინფორმაცია. ეს პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი, პრემიერის ამ საუბარში, ყველაზე ნიშანდობლივი რაც შეგვიძლია განვიხილოთ, ეს წმინდა მოგებაა, რომელსაც ის ასახელებს 7, 8, 14%-ია. წმინდა მოგება, მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ეს არის მოგება, რომელიც არის სუფთა მოგება და მოიცავს სასესხო დავალიანების გადასახადს, ასევე, სახელმწიფო გადასახადს. შესაბამისად, საქართველოში, ვინაიდან ყველა ბიზნესმოდელი თითქმის აგებულია ისე, რომ ძალიან დიდი სასესხო ვალდებულება აქვთ და ამასთანავე, ვახსენოთ ის, რომ სახელმწიფო გადასახადი - მარტო დღგ რომ გავიყვანოთ - ფიქსირებულად 18%-ია. ადგილობრივ მწარმოებლებზე გამონაკლისი არის, მაგრამ ეს პროდუქტის ბრუნვაში ძალიან უმნიშვნელოა.

14%, რომელსაც პრემიერი ფაქტობრივ ინფორმაციას მოიყვანს, ძალიან მინდა, რომ ეს კითხვა მას დავუსვა და, ზოგადად, ვინც ამ პროექტზე იმუშავა, საიდან მოდის ეს 14%? მოგების შესახებ ინფორმაცია, რეალურად მოგება-ზარალია. რადგან ის საუბრობს, დავუშვათ, მოგების მარჟაზე, არსებობს ორი მოგების მარჟა -გროს პროფიტიდა არის EBITDA, რომელიც გამოიყენება ბენჩმარკისთვის, იმიტომ, რომ ერთი კომპანია მეორე კომპანიას შედარდეს, კომპანიამ თავისი, თავისი ქცევა და შეადაროს წინა წელს, პირობითად, რომ ნახოს სად ჰქონდა გარღვევა, სად კარგად იყო და ასე შემდეგ. ამიტომ, ეს ინფორმაცია, რომელზეც პრემიერი საუბრობს და ფაქტობრივი ინფორმაცია მოჰყავს, საინტერესოა, 14% საიდან ჩნდება, რადგან ძალიან მაღალი ციფრია და ამას, ასევე, მივცემდი, ეგრეთ წოდებულჩელენჯს. კითხვას სხვა კუთხიდან დავსვამდი, მსოფლიოში „Fast-moving goods“, რასაც „FMCG“ ჰქვია, სწრაფად ბრუნვად პროდუქტებს, მსოფლიო ბენჩმარკი არ არის, რომ 14% იყოს, ანუ ის საკმაოდ დაბალი EBITDA-თი გამოირჩევა.

ამიტომ, წმინდა მოგება ძალიან ფართო ცნებაა, რომელიც ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული და კიდევ ერთხელ, ინფორმაცია საჯაროა და შეუძლია თავადვე ნახოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა რა არის წმინდა მოგება. და რაც შეეხება, EBITDA უფრო სწორი იქნებოდა შესადარებლად რომ მოგვეყვანა, თუნდაც კომპანიებს შორის, თუნდაც ინდუსტრიასთან, თუნდაც ევროპასთან და ამაზე უფრო მოკლე ვადაში, „თიბისიკვლევას დავესესხები, სადაც პირდაპირ არის ნაჩვენები, დავუშვათ, EBITDA რა არის ჩვენი კომპანიების და რა არის ევროპის ქვეყნების.

EBITDA არის დაახლოებით 3%-მდე და ევროპის ქვეყნების არის 5%, ანუ, პირიქით, 2%-ით ის წმინდა მოგების მარჟის შესაძლებლობა, ოპერაციული ეფექტურობის გაზრდის კიდევ აქვს, ესე რომ ვთქვათ, ჩვენს კომპანიებს, რომ კიდევ უფრო ეფექტურები გახდნენ, კიდევ უფრო მიაღწიონ ეკონომიის მასშტაბურობას და ასე შემდეგ.

საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვის სახით, არის წმინდა მოგება, 7, 8, 14%, ფაქტობრივი ინფორმაციით, საიდან მოდის, იმიტომ, რომ ინდუსტრიასაც არ აქვსსეთი მაღალი ციფრები, რატომ ავიღეთ წმინდა მოგება, რა პროდუქტებს ვადარებთ, იმიტომ, რომ პროდუქტის შედარებისას ბრენდს, წონას, მოცულობას და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი კომპონენტი აქვს და ყველა პროდუქტს თავისი მაიდენტიფიცირებელი შტრიხკოდი აქვს და შესაბამისად, მოხდა თუ არა შტრიხკოდების დონეზე, პირობითად, პროდუქტების შედარება? ბევრი კომპონენტია, რაც ცოტა ხმამაღალი განცხადებაა. სასიამოვნო იქნებოდა, ეს საკითხები იმ ჯგუფთან ერთად განვიხილოთ, რომელმაც ამაზე იმუშავა და საზოგადოებისთვის უფრო ცხადი გავხადოთ - რა ტიპის ანალიზი ჩატარდა და საიდან მოდის ეს ციფრები“, - აცხადებს მირანდა მანჯგალაძე.

მირანდა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ სურსათის ფასების შესამცირებლად, მთავრობის მხრიდან საგადასახადო შეღავათების დაწესება უფრო უპრიანი იქნება, რაც ასევე საზოგადოებაზე ზრუნვის კარგი გამოხატულება იქნება. ამ მხრივ ის დიფერენცირებული საგადასახადო შეღავათების უპირატესობაზე საუბრობს.

„თუ ჩვენ ვზრუნავთ რეალურად იმაზე, რომ კარაქი არ გაუძვირდეს ბავშვს, მაგრამ ნაკლებად გვაინტერესებს, პირობითად, თამბაქო, რომელიც დამაზიანებელია, ადამიანი იყიდის თუ არა, პირობითად ვამბობ, შესაძლებელია დიფერენცირება მაგ კუთხითაც მოხდეს. როდესაც ჩვენ საქართველოს ვადარებთ საფრანგეთს, ეკონომიკურად არასწორი შედარებაა. თუ ჩვენ საფრანგეთს, პირობითად, უხეშად რომ ვთქვათ, პოლონეთს შევადარებთ. სხვათა შორის, პოლონეთს ჰქონდა კოვიდის შემდეგ მსგავსი რეფორმა გატარებული, როდესაც იქ გარკვეულ საკვებ პროდუქტებზე დღგ შემცირდა. ამან აჩვენა, რომ დღგ- შემცირებამდე კონკრეტული პროდუქტის ფასი თუ 7 ლარი იყო, დღგ- შემცირების შემდეგ, როცა დავიყვანეთ, კარაქი რომ იყოს 0%-იანი, თქვენი ფასი არის 5 ლარი. ამგვარად, რეალურად საცალო მოვაჭრემ კი არ შეამცირა ფასი, არა, ეს რეფორმის გამო მოხდა. ანუ სახელმწიფომ იზრუნა მაღალ ფასებზე და გარკვეულ საკვებ პროდუქტებზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის გადასახადი შეამცირა. ამ კუთხით შესაძლებელია რეფორმების გატარება, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ხედვა იქნება, რომ საზოგადოებაზე მართლა ზრუნავს. დავუშვათ, გამოიყოს საკვები პროდუქტები, სადაც დღგ- პრეფერენცია იქნება და, შესაბამისად, შეამცირებს ფასს არსებითად მნიშვნელოვან პროდუქტებზე. ამას მივესალმები. როდესაც პრემიერი იქ პრაქტიკაზეც საუბრობს, პოლონეთის პრაქტიკა, ალბათ, საუკეთესო იქნება, რომ გადმოვიღოთ, სადაც ალკოჰოლზე და თამბაქოზე, პირობითად, აქციზების გარდა, დავუშვათ, დღგ უფრო გაიზარდა, ვიდრე, დავუშვათ, 18%-ია, მაგრამ, რეალურად, სხვა პროდუქტებზე, ისეთ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფიქსირებულად 18% კი არ არის, პირიქით, შემცირდა და 0-დან 7%-მდე მერყეობს.

ანუ, ორ რამეს გამოვყოფდი ამ საუბარში რა: წმინდა მოგების თემა, რომელიც კითხვებს ბადებს, რომელზედაც პასუხები მინდა, როგორც საზოგადოების წევრს. მეორე - როგორც რითეილ ექსპერტს და მეორე საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ხარჯ სტრუქტურაში და ფასწარმოქმნაში, როდესაც დღგ- საერთოდ არ ვახსენებთ, როგორც ერთ-ერთ ხარჯისდრაივს“, ანუ ხარჯის წარმომქმნელს, ცოტა არასწორად მეჩვენება და არაბალანსირებულად ანალიზი და ლოგიკა, რომელიც მიწოდებულია საზოგადოებისთვის“, - განმარტავს რითეილ-ექსპერტი.

ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები