10 ნოემბერს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი "საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა" გააცნო მსმენელებს.
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა 0%-ით არის ათვისებული, რას უკავშირდება ეს და რა თანხა არის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ამ საკითხზე - ეს კითხვა დარგობრიბვი კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს დაუსვა.
“მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამისთვის იყო გამოყოფილი მაქსიმალური რესურსი - 5 მილიონი ლარი, თუმცა, მაღალმთიანი დასახლებებიდან მოთხოვნები ნაკლები იყო და მოთხოვნები და ათვისება შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს, დღეის მდგომარეობით, განახლებული მაჩვენებლით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და არსებული 5 მილიონი ლარიდან, 4 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყენება. მიმდინარე წელს, მაღალმთიან რეგიონში საწარმოების დაფინანსების კუთხით, 500 ათასი ლარის ათვისება მოხდება” , - დასძინა მან.
ცნობისთვის: მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის მიზანია მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება თანადაფინანსების გზით.