მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაგიდის ხელსახოცების და ქაღალდის სუფრების იმპორტი გაიაფდა|სად ვყიდულობთ?

ხელსახოცები
12.07.26 19:36
853

საქართველოს ქაღალდის სუფრებისა და მაგიდის ხელსახოცების იმპორტი მცირედით გაუიაფდა.

5 თვეში ქვეყანამ 1 მილიონ 623 ათასი დოლარის ღირებულების 760 ტონა ხელსახოცი შეიძინა. იმპორტის ღირებულება 0.5%-ით შემცირდა, მოცულობა კი 6.2%-ით გაიზარდა.

იანვარ-მაისში 1 ტონა ქაღალდის ხელსახოცების საშუალო ღირებულება 2 136 დოლარი იყო, გასული წლის ამავე პერიოდში კი - 2 282 დოლარი. ანუ წელს ამ პროდუქტის შეძენა გაიაფდა.

ქაღალდის ხელსახოცების მთავარი მომწოდებელი თურქეთია. იმპორტიორი ქვეყნების TOP-5 კი ასეთია:

  1. თურქეთი - $1.3 მლნ, 666 ტონა;
  2. რუსეთი - $101 ათასი, 48 ტონა;
  3. უკრაინა - $30 ათასი, 9 ტონა;
  4. გერმანია - $21.5 ათასი, 2 ტონა;
  5. სლოვაკეთი - $18 ათასი, 5 ტონა;

მცირე რაოდენობით ქაღალდის სუფრები და ხელსახოცები შემოვიდა ასევე სომხეთიდან, თურქმენეთიდან, ბულგარეთიდან, ჩინეთიდან, აზერბაიჯანიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები