მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება  - კობახიძე ქვეშეთი-კობის გვირაბის გახსნაზე

ქვეშეთი-კობი

ქვეშეთი-კობის გზა მომავალ წელს დასრულდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“უნიკალური პროექტია და ისტორიული მომენტის მომსწრე ვართ. გაიჭრა ქვეშეთი-კობის, ყველაზე გრძელი, 9-კილომეტრიანი გვირაბი. ეს პროექტი მნიშვნელოვანია მათ შორის იმიტომ, რომ ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას მუნიციპალიტეტისთვის.

ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც საბოლოოდ დასრულდება მომავალ წელს და ეს იქნება 23-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი. გზა აქ უამინდობის გამო იკეტებოდა 3 თვით და ეს აღარ იქნება საჭირო”, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 9-კილომეტრიანი გვირაბი არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში.

„დღეს ჩვენ ვართ ნამდვილად ისტორიული მომენტის მომსწრე, გაიჭრა ქვეშეთი-კობის გვირაბი, ეს არის 9-კილომეტრიანი გვირაბი, ეს არის ყველაზე გრძელი გვირაბი საქართველოში, რომელსაც აქვს 15 მეტრი დიამეტრი. ეს პროექტი ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ეს არის ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, ეს ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის, სტეფანწმინდისთვის, ასევე აქ არსებული სოფლების მოსახლეობისთვის, ეს პროექტი მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისით. არის 10 სოფელი, რომელიც უკეთ დაუკავშირდება სხვა რეგიონებს, ქვეყნის დედაქალაქს. სხვადასხვა თვალსაზრისით, ეკონომიკური, სატრანზიტო, სოციალური თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ეს უნიკალური პროექტი, რომელიც საბოლოოდ დასრულდება მომავალ წელს. ეს იქნება 23-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რაც 45 წუთით შეამცირებს დღევანდელი ერთსაათიანი მგზავრობის დროს, ასევე სამი თვის განმავლობაში უამინდობის გამო, აქ იკეტებოდა გზა, რაც აღარ იქნება საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება გზის ეს მონაკვეთი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პირადად მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა დასრულდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები