მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მაგთიკომი" ნახევარ მილიონამდე ოჯახს ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეს უზრდის, ფასის ცვლილების გარეშე

მაგთი
01.09.25 12:01
7325

გაზრდილი სიჩქარე, უცვლელი ფასი - მაგთიკომი ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას და აბონენტებისთვის აქტუალური სერვისების განვითარებას აგრძელებს.

8 სექტემბრიდან მაგთი აბონენტებს, რომლებიც 50 მბ/წმ-იანი სიჩქარით სარგებლობენ, ფასის ცვლილების გარეშე, ინტერნეტის სიჩქარეს 70 მბ/წმ-მდე ავტომატურად გაუზრდის.


"ეს სიახლე ნახევარ მილიონამდე ოჯახს შეეხება. გაზრდილი სიჩქარე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ინტერნეტგამოცდილებას - იქნება ეს სწავლა, მუშაობა, გართობა თუ ყოველდღიური ონლაინ საქმიანობა.

"მაგთიკომისთვის" მთავარია აბონენტების კმაყოფილება და მათი შესაძლებლობების ზრდა. დღეს, 500-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში სარგებლობენ მაგთის ოპტიკური ინტერნეტით. გაზრდილი სიჩქარე კი კიდევ უფრო დაეხმარება მათ მიზნების განხორციელებაში. ასევე, კომპანიის ეს გადაწყვეტილება, პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტის მაჩვენებლებზე", - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები