მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგთიმ" 5G ინტერნეტი გაუშვა - კომპანიის განცხადებით, 5G ტარიფების გაძვირებას არ გამოიწვევს

მაგთი

"მაგთიმ" 5G ინტერნეტი უკვე გაუშვა, კომპანიამ გუშინ გაიმარჯვა კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ სიხშირულ აუქციონში და 5G სიხშირეების გამოყენების ლიცენზია მთლიანობაში 149 მილიონ ლარად შეიძინა. დღეიდან კი კომპანიამ ამ სიხშირეების ოპერირება და მომხმარებლებისთვის 5G ინტერნეტის მიწოდება დაიწყო.

მეხუთე თაობის ინტერნეტზე გადასვლასთან დაკავშირებით "მაგთის" დირექტორთა საბჭომ დღესვე პრესკონფერენცია გამართა და ახალი თაობის ინტერნეტთან დაკავშირებით სადაც მათ განმარტეს, რომ 5G ინტერნეტის დანერგვა მოხდება არსებულ სატარიფო პირობებში და ამ ცვლილებას ტარიფების ფასის მატება არ მოჰყვება.

"მაგთის" გენერალური დირექტორის, გიორგი გაგნიძის განცხადებით, კომპანია გეგმავს, რომ 2025 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით "მაგთის" აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს 5G ინტერნეტი. თავდაპირველ ეტაპზე კი ამ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ძირითად ურბანულ ცენტრებში იქნება. გიორგი გაგნიძის განცხადებით, კომპანიის მიერ 5G სიხშირული ლიცენზიის შეძენასთან ერთად გამოთავისუფლდება დამატებითი სიხშირული სპექტრი 4G ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებისთვისაც, შესაბამისად ამ ცვლილებით სარგებელს მიიღებენ აბონენტები, რომელთა ტელეფონებიც 5G-ის იჭერენ და ისინიც, ვისაც მხოლოდ 4G მხარდაჭერა აქვთ.

აუქციონის პირობების თანახმად, მაგთიმ 149 მილიონის 30% ანუ 44.7 მილიონი ლარი უკვე გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები