მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაგთის ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე იზრდება, ფასი კი უცვლელი რჩება

მაგთი
15.07.24 12:59
4414

მაგთი ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეებს სთავაზობს.

15 ივლისიდან მაგთის ინტერნეტმომხმარებელს, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ავტომატურად გაეზრდება ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე, კერძოდ:

  • 30 მბ/წმ-იანი პაკეტი გაიზრდება - 50 მბ/წმ-მდე,
  • 50 მბ/წმ-იანი პაკეტი გაიზრდება - 80 მბ/წმ-მდე.

შედეგად, ფიზიკურ პირებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე მნიშვნელოვნად გაეზრდებათ ფასის ყოველგვარი ცვლილების გარეშე.

  • ასევე, 1 ივლისიდან 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტპაკეტის ღირებულება შემცირდა და 100 ლარის ნაცვლად 80 ლარად არის ხელმისაწვდომი.

ცვლილება ნახევარ მილიონზე მეტ ოჯახს შეეხება.

სასიამოვნო სიახლეები მომავალშიც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები