მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძეს ტექინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობაზე კითხვები აქვს

623311e2eca99
მარიამ ვარადაშვილი
17.03.22 15:21
846

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ  შს მინისტრს ტექინსპექტირების ეფექტიანობასთან დაკავშირებით მიმართა. კერძოდ, ბითაძის თქმით, ტექინსპექტირებაგავლილი მანქანების დაფიქსირების საკითხი უნდა გაუმჯობესდეს. 

„ტექინსპექტირების თემა ნამდვილად ძალიან აქტუალური საკითხია და მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა ნამდვილად გაუმჯობესებული გვაქვს ამ კუთხით, მაინც არის საკითხები, მაგალითად ჯარიმის სიმცირე, ასევე კამერების მიერ ტექინსპექტირება გავლილი მანქანების დაფიქსირების საკითხი, რომელიც საჭიროებს გაუმჯობესებას.

ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდება“, - ჰკითხა ბითაძემ პარლამენტში მყოფ ვახტანგ გომელაურს, რომელიც დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას 16:00 საათიდან დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ ტექინსპექტირების რეფორმის ჩავარდნაზე საუბრობენ ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ამ საკითხზე პრემიერს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიმართეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები