მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილი - "30 წელია "ქართუ" ასრულებს დამზღვევის ფუნქციას სახელმწიფოსთვის"

5e6b6fb06a348
ინგა მურუსიძე
13.03.20 16:00
1222

უკვე თითქმის 30 წელია „ქართუ“ ასრულებს დამზღვევის ფუნქციას სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ის საავადმყოფოები, რომლითაც საქართველოს ჯანდაცვის სექტორი არსებობს, დიდწილად „ქართუს“ დახმარებით გაკეთდა.

"ჯგუფი „ქართუ“ უკვე 30 წელია ასრულებს ფუნქციას და ის არის დამზღვევი სახელმწიფოსი იქ, სადაც ქვეყანას უჭირს. ასევე, იქ, სადაც სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, გვევლინება „ქართუ“. ყველას ახსოვს საქველმოქმედო საქმიანობა. ის საავადმყოფოები, რომლითაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი არსებობს, დიდწილად „ქართუს“ დახმარებით გაკეთდა.

დღესაც, ეს შესაძლო დახმარება არანაირი თანხით არ არის შეზღუდული და „ქართუ ფონდიდან“ ჩვენ გვაქვს ინორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სრული მხარდაჭერის მზაობა არის იქ, სადაც სახელმწიფო ამ დახმარების საჭიროებას დაინახავს. მადლობა „ქართუ ფოდს“ ამისთვის“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ფონდი "ქართუ" მზადაა, კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფოს თანხა გამოუყოს

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები