მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაია ცქიტიშვილმა და ანაკლიის კონსორციუმმა პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

5df239432047f
თელარა გელანტია
12.12.19 16:56
850
საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„სამუშაო ფორმატში, მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს”, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შიდა კაპიტალის შევსებისა და სასესხო ხელშკრულებების ხელმოწერის ვადა 16 დეკემბერს იწურება, წლის ბოლომდე კი უნდა მოხდეს ე.წ. ფინანსური დახურვა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები