მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია სანდუ მოლდოვის პრეზიდენტია

 მაია სანდუ

მოლდოვაში 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლელმა კანდიდატმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. გადამწყვეტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სანდუმ ხმების 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელმაც ხმების 45% მიიღო.

ეს მნიშვნელოვანი შედეგია მოლდოვის პროდასავლური მთავრობისთვის, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. სანდუს X-ზე [ყოფილ Twitter] გამარჯვება უკვე მოულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ამბობს, რომ მოლდოვის მეორედ არჩეულმა პრეზიდენტმა იშვიათი ძალა გამოავლინა არჩევნებთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვისას.

მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, რომ რუსული ჩარევის მიუხედავად ქვეყნის ევროპული მომავალი მოლდაველმა დიასპორამ გადაარჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები