მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ X-ის პირად ანგარიშზე წერს, რომ მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით დგას. სანდუ აღნიშნავს, რომ მოლდოვა მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და EU-სთან დაახლოების მიმართულებით.
"მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდით დგას, რომლებიც დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ უდრეკ გამბედაობასა და ღრმა მიზანდასახულობას გამოხატავენ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მისწრაფებებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებული მომავლის აშენებაში", - წერს მაია სანდუ.