მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვა იმ ქართველების გვერდითაა, ვინც ევროპისათვის იბრძვის – მაია სანდუ

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მოლდოვა იმ ქართველი ხალხის გვერდით დგას, ვინც ევროპული მომავლისათვის იბრძვის.

„საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

მოლდოვა ყველა იმ ქართველის გვერდით დგას, ვინც თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისათვის იბრძვის“, - დაწერა მაია სანდუმ სოციალურ ქსელ X-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები