მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ რთული სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის - მაია სანდუ

 მაია სანდუ

მზად ვართ რთული სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ევროკავშირის მიერ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებით მოლდოვამ დღეს ახალი ფურცელი გადაშალა. ჩვენ დღეს ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას.

მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და ჩვენი გზისადმი რწმენისთვის. ჩვენ მზად ვართ რთული სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. მოლდოვა მზად არის, წინ აღუდგეს გამოწვევებს“, – წერს მაია სანდუ.

მან ასევე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიულოცა.

“საქართველოს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ვულოცავ. ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ევროპისთვის. მოლდოვა ამ გზაზე თქვენს გვერდით დგას, რადგან ერთად ვქმნით უფრო ძლიერ და გაერთიანებულ ევროპას”, - წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ X-ზე.

რამდენიმე საათის წინ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები