ფორმულა ერთი მაიამიში რბოლას მინიმუმ 2041 წლამდე გააგრძელებს. ინფორმაცია სწორედ მაიამის გრან პრის დასრულების შემდეგ გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც რბოლას ქალაქი კიდევ 10 წლით უმასპინძლებს.
მაიამის გრან პრი 2022 წელს დაემატა F1-ის კალენდარს, როგორც ამერიკის მეორე რბოლა, რომელიც United States Grand Prix-ს შემდეგ, ოსტინში, ტეხასში იმართებოდა. 2023 წელს კალენდარს მესამე ამერიკული რბოლა – ლას-ვეგასიც დაემატა.
თუმცა, მაიამიში, Hard Rock Stadium-ის მახლობლად მდებარე Miami International Autodrome-ზე გამართული მეოთხე რბოლის წინ, ოფიციალურმა პირებმა ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადეს.
ეს შეთანხმება მაიამის F1 კალენდარში ყველაზე ხანგრძლივ მოქმედი კონტრაქტის მფლობელად აქცევს, რაც აჭარბებს ბაჰრეინის შეთანხმებას, რომელიც 2036 წლამდე გრძელდება.
როდესაც მაიამი 2022 წელს F1-ის კალენდარს შეუერთდა, ეს იყო ფორმულა ერთის მფლობელის, Liberty Media-ს პირველი დიდი ნაბიჯი შეერთებულ შტატებში – ბაზარზე, რომელსაც ისინი დიდხანს მიიჩნევდნენ არასაკმარისად მოცულს და პოტენციურად განვითარებადს.
მიუხედავად იმისა, რომ ლას-ვეგასის გრან პრი ყურადღების ცენტრში მოექცა, მაიამი, როგორც ღონისძიება, სწრაფად განვითარდა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რბოლად იქცა.
ახალი შეთანხმება F1-ის მხრიდან აშშ-ში მომავალზე მნიშვნელოვანი განაცხადია. როდესაც მაიამი და ვეგასი ოსტინს შეუერთდნენ, მთავარი გამოწვევა იყო, იქნებოდა თუ არა საკმარისი ინტერესი აშშ-ში სეზონში სამი რბოლის ჩატარებაზე.
თუმცა, თითოეულმა ღონისძიებამ შეძლო საკუთარი იდენტობისა და, რაც მთავარია, საკუთარი საგულშემატკივრო ბაზის შექმნა. ამაში მათ სამი განსხვავებული დროის ზონაში (ET მაიამისთვის, CT ოსტინისთვის და PT ვეგასისთვის), სამი განსხვავებული საგულშემატკივრო ღონისძიებების განთავსება დაეხმარა.