აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო დღეს საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
მაიკ პომპეო თბილისში გუშინ საღამოს ჩამოფინდა. ოფიციალური შეხვედრები კი, დღეს დილიდან იწყება. პირველ შეხვედრას ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართავს.
დღის განმავლობაში პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრაც.
სახელმწიფო მდივანი საქართველოს ხვალ დატოვებს.




























