ზედიზედ მესამე წელია, მაიკლ ბლუმბერგი Chronicle of Philanthropy-ის მიერ შედგენილ აშშ-ის 50 ყველაზე მსხვილი ქველმოქმედის ყოველწლიურ, ექსკლუზიურ რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
გამოცემის თანახმად, ფინანსური ახალი ამბების იმპერიის, Bloomberg-ის დამფუძნებელმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა 2025 წელს $4.3 მილიარდი გაიღო ხელოვნების, განათლების, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ქალაქის მთავრობების მუშაობის გაუმჯობესების პროგრამების მხარდასაჭერად.
Philanthropy 50-ის სიაში ბლუმბერგს მოჰყვება სამი დონორი, რომელთაგან თითოეულმა გასულ წელს ქველმოქმედებაში $1 მილიარდი ან მეტი დახარჯა:
ბილ გეითსმა კი (მე-2 ადგილი) Gates Foundation-ს $3.7 მილიარდი დოლარი შესწირა, ხოლო მისმა ყოფილმა კოლეგამ Microsoft-დან, აწ გარდაცვლილმა პოლ ალენმა (მე-3 ადგილი) ანდერძით $3.1 მილიარდი დატოვა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ფონდის დასაარსებლად.
$1.3 მილიარდი გადარიცხა უორენ ბაფეტმა ოთხ საოჯახო ფონდში, რომლებიც სხვადასხვა მიზნებს ემსახურება.
TOP 10 ქველმოქმედი ამერიკის შეერთებულ შტატებში - 2025:
- მაიკლ ბლუმბერგი - $4.3 მილიარდი
- ბილ გეიტსი - $3.7 მილიარდი
- პოლ ალენი - $3.1 მილიარდი
- უორენ ბაფეტი - $1.3 მილიარდი
- მაიკლ და სიუზან დელები - $974 მილიონი
- პენი და ფილ ნაითები - $866 მილიონი
- ერიკ და ვენდი შმიტები - $775 მილიონი
- მარკ ზაკერბერგი და პრისცილა ჩანი - $608 მილიონი
- შერილ და დეივიდ დაფილდები - $546 მილიონი
- დეივიდ ტეპერი - $530 მილიონი
ჯამში, Philanthropy 50-ის სიის დონორებმა 2025 წელს ქველმოქმედებაში $22.4 მილიარდი ჩადეს. საშუალო შემოწირულების ოდენობამ $105 მილიონი შეადგინა.
სიაში მყოფი დონორების უმეტესობის სიმდიდრის წყარო ფინანსური სექტორი იყო - 20-მა ფილანთროპმა ჯამში $4.1 მილიარდი გაიღო.
შემდეგ მოდის ტექნოლოგიების სფერო: 12-მა დონორმა ამ სექტორიდან $10 მილიარდი გაიღო.
მას მოჰყვება უძრავი ქონების სექტორი - ოთხი დონორითა და $466.7 მილიონის შემოწირულებით.
ყველაზე მეტი დონორი ცხოვრობს ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში - ამავე შტატების არაკომერციულმა ორგანიზაციებმა ყველაზე მეტი შემოწირულება მიიღეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელ რეიტინგში Forbes-ის მილიარდერთა სიის მხოლოდ 19 უმდიდრესი ამერიკელი მოხვდა.




























