მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაიკლ და სუზან დელები 25 მილიონ ამერიკელ ბავშვს $250-ს ჩაურიცხავენ

დელები

Dell Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ დელი და მისი მეუღლე, სუზანი, 25 მილიონი ამერიკელი ბავშვის ანგარიშზე $250-ის ჩარიცხვის პირობას დენებენ.

როგორც მაიკლ დელმა CNBC-ს განუცხადა, $6.25 მილიარდიანი დონაცია დელების საქველმოქმედო ფონდიდან მოდის, მიზნად ამერიკელი ოჯახების მხარდაჭერას ისახავს.

გადარიცხვა ინიციატივა "Invest America"-ს ფარგლებში განხორციელდება - ფედერალური პროგრამის, რომელიც ოჯახებსა და დამსაქმებლებს ეხმარებათ, შვილები მყარ ფინანსურ გზაზე დააყენონ. პროგრამა "ტრამპის ანგარიშების" (Trump Accounts) სახელითაც არის ცნობილი.

იმისთვის, რომ მშობლებმა დელების ოჯახის მიერ დაპირებული თანხის მიღება შეძლონ, მათი შვილი უნდა იყოს: 10 წლის ან ნაკლების, დაბადებული 2025 წლის 1 იანვრამდე და ცხოვრობდეს დასახლებაში, სადაც მედიანური შემოსავალი $150 000-ზე ნაკლებია.

წყვილის ცნობით, მშობლებმა, რომელთა შვილიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, საკმარისია "ტრამპის ანგარიში" გახსნან და მაიკლ და სუზან დელის ფონდისგან დაფინანსებას ავტომატურად მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს, პრიორიტეტი უფრო მცირეწლოვან ბავშვებს მიენიჭებათ.

"ტრამპის ანგარიშები" პრეზიდენტის ადმინისტრაციის გეგმაა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის დასაწყისიდან 2028 წლამდე დაბადებული აშშ-ის მოქალაქეებისთვის $1 000 ოდენობის ფედერალური გრანტი უნდა გაიცეს.

ინიციატივის ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს შეუძლია, გასხნას საინვესტიციო ანგარიშის, რომელშიც მშობლებს წელიწადში $5 000-მდე თანხის შეტანა შეუძლიათ. ის 2026 წლის 4 ივლისს ამოქმედდება და დაფინანსდება ხაზინის მიერ.

შესაბამისად, დელების $6.25 მილიარდიანი შემოწირულება ემატება "ტრამპის ანგარიშების" უფრო ფართო სქემას, რომელიც უფროსი ასაკის ბავშვებზეც ვრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები