მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ჯექსონის ქურთუკი აუქციონზე 306 000 დოლარად გაიყიდა

აუქციონი

ცნობილი ტყავის ქურთუკი, რომელიც მომღერალ მაიკლ ჯექსონს 80-იან წლებში ეცვა, აუქციონზე $306 000-ად გაიყიდა. საუბარია, შავ-თეთრ ქურთუკზე, რომელიც ჯექსონმა Pepsi-ის სარეკლამო რგოლში 1984 წელს მოირგო.

ქურთუკი ერთ-ერთი იყო იმ 200 ნივთს შორის, რომელიც ლონდონში გამართულ აუქციონზე იყო წარმოდგენილი. აქვე შესაძლებელი იყო ჯორჯ მაიკლის, ემი ვაინჰაუსის, დეივიდ ბოუის და სხვა, ყველა დროის ყველაზე ლეგენდარული შემსრულებლების ნივთების შეძენაც.

Wham!-ის სოლისტის, ჯორჯ მაიკლის ქურთუკი, რომელიც მომღერალს სცენაზე არეტა ფრანკლინთან დუეტის შესრულებისას ეცვა, ამავე აუქციონზე 115 000 დოლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ეს მაიკლ ჯექსონის პირველი ნივთი არ არის, რომელიც აუქციონზე ათასობით დოლარად შეფასდა. გასულ წელს, პარიზში, 77 640 ევროდ შეიძინეს მისი ცნობილი ფედორა, რომელიც ჯექსონს ყველაზე ცნობილი საცეკვაო მოძრაობის, Moonwalk-ის პირველად შესრულებისას ეკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები