მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ ჯორდანის NBA-ის ფინალებში ნაცვამი ფეხსაცმელები რეკორდულ ფასად გაიყიდა

დინასტიის კოლექცია

“სოთბის” სააუქციონო სახლში დაახლოებით ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა აუქციონი ლეგენდარული კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის NBA-ის ფინალებში ნაცვამ “Air Jordan-ებზე”, რომელთაც “სადინასტიო კოლექციაც” უწოდეს. საჩემპიონო ფეხსაცმელები 8 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

“სოთბის” განცხადებით ეს ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხსაცმელების კოლექციაა, რომელიც ოდესმე გასაყიდად გამოტანილა.

აუქციონზე წარმოდგენილი იყო: Air Jordan VI (1991), VII (1992), VIII (1993), XI (1996), XII (1997) და XIV (1998). Air Jordan-ის ფეხსაცმელების გარდა აუქციონზე წარმოდგენილი იყო თავად მაიკლ ჯორდანის ხელმოწერილი ფოტოები საჩემპიონო თასებთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ტიმ ჰალამი, ადამიანი, რომელმაც ფეხსაცმელები აუქციონზე გამოიტანა და ამავდროულად “ჩიკაგო ბულსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის აღმასრულებელი ხელმძღვანელია, პირადად იღებდა ჯორდანისგან ხელმოწერილ ცალ ფეხსაცმელს 1991 წლიდან ყოველი მოგებული ფინალის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ჯორდანს ცრუ რწმენების სჯეროდა და ამას გამარჯვების მოსაპოვებლად აკეთებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები