მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში, 7 მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულები სახელმწიფოსგან 2 000 ლარის კომპენსაციას მიიღებენ

სტიქია

საქართველოში 7 მუნიციპალიტეტში მაისში სტიქიით დაზარალებული ოჯახები კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან 2 000 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ მთავრობის 11 ივლისის განკარგულებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, მაისში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 293 ოჯახისთვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს ჯამში 586 000 ლარი გამოიყო, აქედან ყველაზე მეტი თანხა ქურთის მუნიციპალიტეტისთვისაა.

სტიქიით დაზარალებულებისთვის მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხები ასეთია:

  1. ქურთის მუნიციპალიტეტი - 212 000 ლარი;
  2. ახალგორის მუნიციპალიტეტი - 192 000 ლარი;
  3. მარნეულის მუნიციპალიტეტი - 94 000 ლარი;
  4. თიღვის მუნიციპალიტეტი - 40 000 ლარი;
  5. ერედვის მუნიციპალიტეტი - 24 000 ლარი;
  6. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - 18 000 ლარი;
  7. ბოლნისის მუნიციპალიტეტი - 6 000 ლარი;

განკარგულების მიხედვით, საკომპენსაციო თანხა ერთ ოჯახზე 2 000 ლარით განისაზღვრება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს არ წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები