მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში ბათუმში ახალაშენებული ბინები 5%-ით გაძვირდა - recov.ge

კორპუსები ბათუმი

2024 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მაისთან შედარებით 9%-ით, 1,261 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომამ კი 7%-ით იკლო და 62 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

recov.ge-ის ინფორმაციის მიხედვით, მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-იანი კლება დაფიქსირდა.

საანგარიშო პერიოდში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,090 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 1%-ით, 724 აშშ დოლარამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები