მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში დაკრედიტება ₾1.87 მილიარდით გაიზარდა - საბანკო სესხების ტენდენციები

ბანკები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის მაისში, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 1.87 მლრდ ლარით (3.43%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.37%-ით გაიზარდა) და მაისის ბოლოს 56.38 მლრდ ლარი შეადგინა.

მაისში ლარით გაცემული სესხების მოცულობა 535.48 მლნ ლარით (1.78%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.33 მლრდ ლარით (5.47%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.86%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.98 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.84%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.38 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.90%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.27%-ით მეტი).

ამასთან, მაისში 2.54%-ით, ანუ 721.82 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 29.13 მლრდ ლარი შეადგინა.

2024 წლის მაისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.37% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.88 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები