მაისში ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა. "სახელმწიფო ელექტროსისტემის" მონაცემებით, გასულ თვეში სომხეთსა და თურქეთში 311.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო, სადაც 282.7 მლნ კვტ სთ გავყიდეთ. სომხეთში 28.6 მლნ-ის ექსპორტი განხორციელდა.
ჯამურად, 2 თვეში ექსპორტზე 362.69 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაა გატანილი. წლიურ ჭრილში ექსპორტი 12.4%-ით არის შემცირებული. 2023 წლის აპრილ-მაისში 414 მლნ კვტ.სთ ელ.ენერგია იყო გატანილი ქვეყნის გარეთ. გასულ წელს, ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განხორციელდა, რასაც თურქეთში ელექტროენერგიის მაღალმა ფასებმა შეუწყო ხელი.