2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13.3%-ით 9 მილიარდ 790 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
საქსტატის გამოქვეყნებული ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით, ექსპორტი 14.6%-ით 2 მილიარდ 595 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7 მილიარდ 195 მლნ დოლარი იყო, რაც წლიურად 12.8%-ითაა გაზრდილი. მხოლოდ მაისში ექსპორტი 15.8%-ით 580 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მაისის თვეში იმპორტი წლიურად 5%-ით შემცირდა 1 მილიარდ 341 მილიონი დოლარი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-მაისში 4 მილიარდ 600 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0%-ია.