ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემცირება ყველაზე მკვეთრი იყო რუსეთის ფედერაციიდან, საიდანაც მაისში 19.77 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 43%-ით ნაკლებია. იტალიიდან კი გზავნილების მოცულობა შემცირების ნაცვლად 35%-ით გაიზარდა.
- იტალია - 27.59 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან - 35.82%
- საბერძნეთი - 18.82 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან - 13.06%
- რუსეთის ფედერაცია - 19.77 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - -43.18%
- აშშ - 15.21 დოლარი, ზრდა წინა წელთან - -4.76%
- ისრაელი - 11.38 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - -17.19%.
- გერმანია - 5.34 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან - 26.14%
- ესპანეთი - 3.23 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - -22.80%
- პოლონეთი - 2.02 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - -24.80%
- საფრანგეთი - 1.86 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - -20.60%
- გაერთიანებული სამეფო - 1.03 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან - -30.62%
2020 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.6 მლნ აშშ დოლარი (43.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მაისის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.7%-ით ნაკლებია.