2024 წლის 9 თვეში განმავლობაში საქართველომ ფულადი გზავნილების სახით 2.52 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 727 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია. კლების ერთადერთი მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან მიგრაციული ეფექტის მილევაა, წელს რუსეთიდან მხოლოდ 445 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 874 მილიონი დოლარით, ანუ 66%-ით ნაკლებია. ამ ვარდნის შედეგად რუსეთმა მიმდინარე წლის ივლისიდან გზავნილების ქვეყნებს შორის #1 პოზიცია დაკარგა, ხოლო სექტემბერში კი იტალიის და აშშ-ის შემდეგ მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. შესაბამისად, ამჟამად საქართველოსთვის ფულადი გზავნილების მიღების მთავარი წყარო სწორედ საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული პირების გადმორიცხვებია.
ფულადი გზავნილები 2024 წლის 9 თვეში ქვეყნების მიხედვით:
| # | ქვეყანა | 2024 წლის 9 თვეში მიღებული გზავნილები | ზრდა/კლება წინა წელთან |
| 1 | რუსეთის ფედერაცია | $446 მლნ. | -66% |
| 2 | იტალია | $424 მლნ. | +10% |
| 3 | აშშ | $417 მლნ. | +26% |
| 4 | გერმანია | $196 მლნ. | +16% |
| 5 | საბერძნეთი | $195 მლნ. | +8% |
| 6 | ისრაელი | $183 მლნ. | +15% |
| 7 | ყაზახეთი | $94 მლნ. | -37% |
| 8 | თურქეთი | $75 მლნ. | -16% |
| 9 | ესპანეთი | $53 მლნ. | +13% |
| 10 | ყირგიზეთი | $49 მლნ. | +20% |



























