მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაისში კომერციულმა ბანკებმა 616.81 მლნ ლარით ნაკლები სესხი გასცეს

60d5e492a0fbf
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.21 23:00
683
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2021 წლის მაისის მაჩვენებლები გამოქვეყნა, რომლის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 616.81 მლნ ლარით (1.54%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.16%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის 39.53 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311.38 მლნ ლარით (1.76%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 928.19 მლნ ლარით (4.14%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.68%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის მაისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით - 5.73 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.50%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.99%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.84%-ით მეტი) ჰქონდათ გაცემული.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში 0.51%-ით, ანუ 100.51 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის 19.57 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის, სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 45.63% შეადგინა, 2021 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.48 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.26 პროცენტული პუნქტით).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები