მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სენტიმენტები ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს”- ოთარ ნადარაია

ლარი

მაისში ლარიდან ქართული ბანკების კლიენტებმა 400 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტის დეპოზიტები გადაახურდავეს, - ამის შესახებ Tbc Сaplital-ის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში წერია.

შეიძლება ითქვას, რომ თიბისი კაპიტალის ლარის კურსის პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, წმინდა სავალუტო შემოდინებები, ლარისათვის პოზიტიურია, თუმცა სენტიმენტები კურსის მნიშვნელოვან მერყეობას იწვევს.

„ჩვენი შეფასებით, სავალუტო შემოდინებები ლარის კურსისათვის უფრო ნეიტრალური ან პოზიტიურიც კი არის, თუმცა პოზიტიური თუ ე.წ. კონვერტაციებს ცალკე გამოვყოფთ. კერძოდ, სებ-ს მიერ გამოქვეყნებული მონეტარული აგრეგატების ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, მაისში, როგორც ჩანს, დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი დეპოზიტი ლარიდან ვალუტაში გადახურდავდა, რის გამოც უცხოური ვალუტის დეპოზიტების მატება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, ლარის დეპოზიტების ზრდა შემცირდა, ხოლო ჯამურად დინამიკა გასული თვეების მსგავსია. მაშინ, როდესაც სავალუტო კომპოზიციის ჭრილში მაისის საკრედიტო აქტივობის დინამიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, მსგავს პერიოდებს ლარის სესხების შედარებით მეტი მატება ახასიათებს. ამდენად, უკვე აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკისა და სავალუტო ბაზრის ზომის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი ზეწოლაა", - აღნიშნულია ანგარიშში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები