მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაისში ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან რეკორდული რაოდენობის - 105,000 ვიზიტორი იმყოფებოდა

60be3cb1824d0
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.21 19:36
1030
გამოქვეყნდა 2021 წლის მაისის ტურიზმის ამსახველი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში პანდემიის დაწყებიდან რეკორდული რაოდენობის - 104,700 ვიზიტორი იმყოფებოდა. ვიზიტორთა ეს ნაკადი წინა წელთან შედარებით 180%-ით მეტია. 

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 52,688 ვიზიტორი საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება. 

ტურიზმის შედარებითი აღდგენის მიუხედავად, მისი მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის მაისთან) შედარებით 85%-ით ნაკლებია. 

რომელი ქვეყნებიდან შემოვიდნენ მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორები:

1 თურქეთი - 21,855 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 37,8%
2 უკრაინა - 11,533 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1049,9%
3 ისრაელი - 11,244 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 24886,7%
4 რუსეთი - 10,818 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 186,4%
5 სომხეთი - 9,863 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 26,4%
6 საქართველო (არარეზიდენტი) - 9,537 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 387,6%
7 აზერბაიჯანი - 5,704 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 74,1%
8 ყაზახეთი - 4,664 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1147,1%
9 უზბეკეთი - 2,528 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 690,0%
10 ბელარუსი - 2,349 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 216,2%
11 ინდოეთი - 1,496 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 13500,0%
12 ამერიკის შეერთებული შტატები - 1,167 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3664,5%
13 ირანი - 1,141 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1401,3%
14 პოლონეთი - 837 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10362,5%
15 გერმანია - 745 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2028,6%

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში, როდესაც საქართველოში 83,000 ვიზიტორი იმყოფებოდა ქვეყნის შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან $50 მილიონი შეადგინა. სავარაუდოდ მაისში ეს მაჩვენებელი 10-15%-ით მეტი იქნებოდა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები