მაისში სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი გაიზარდა - ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ავრცელებს.
მათი ცნობით, მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 18,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (15 ათასი ტონა) შედარებით 3,3 ათასი ტონით ანუ 22%-ით მეტია.
მიმდინარე წლის მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა ერაყიდან - 13,6 ათასი ტონა განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 74,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 2,2 ათასი ტონა (12%); თურქმენეთი - 2,1 ათასი ტონა (11,5%); თურქეთი - 0,3 ათასი ტონა (1,6%); აზერბაიჯანი - 0,1 ათასი ტონა (0,5%);
ამასთან, მაისში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტიც გაიზარდა და 7,45 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,98 ათასი ტონა) შედარებით 3,47 ათასი ტონით ანუ 87,2%-ით მეტია.
მაისში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,9% (7,44 ათასი ტონა) რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.