მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 8.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

დოლარი

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მაისის მდგომარეობით 8.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, მაისში საგარეო ვალის მოცულობა აპრილთან შედარებით 46 მილიონი დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ახალი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით დონორებისგან თანხების ჩამორიცხვებს უკავშირდება.

საქართველოს მთავრობა საგარეო ვალებს ძირითადად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისთვის იღებს, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტებია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ასევე ჩრდილოეთი სამხრეთის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალი. საერთაშორისო დონორები თანხებს ასევე გამოყოფენ ქვეყნის რეგიონული განვითარების პროექტების, და ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მიმართულებითაც.

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა 2024 წლის მაისის მდგომარეობით:

კრედიტორი ვალის მოცულობა აშშ დოლარში
აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2,256,326,000
მსოფლიო ბანკის ჯგუფი 2,082,196,000
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 1,116,086,000
საფრანგეთი 767,114,000
გერმანია 605,052,000
მთავრობის ევრობონდი 500,000,000
სებ-ის ვალი IMF-ის მიმართ 393,091,000
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 224,328,000
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) 211,780,000
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ 194,560,000
ევროკავშირი (EU) 143,895,000
იაპონია 123,647,000
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) 35,845,000
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) 15,146,000
ავსტრია 12,301,000
რუსეთი 11,618,000
ქუვეითი 10,987,000
ამერიკის შეერთებული შტატები 8,191,000
თურქეთი 3,310,000
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) 1,942,000
ყაზახეთი 1,849,000
აზერბაიჯანი 1,700,000
სომხეთი 1,499,000
ირანი 1,240,000
თურქმენეთი 211,000

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები