მაისში ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 245.4 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა მაისის მდგომარეობით 4.6 მლრდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რეზერვების ეს მოცულობა თითქმის იმდენივეა, რაც 1 წლის წინ იყო (სხვაობა მინუს 14 მლნ დოლარი).
იანვარ-თებერვალში შესყიდვები არ განხორციელებულა, ხოლო მარტი-მაისის პერიოდში ჯამურად საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 613.5 მლნ აშშ დოლარით გაზარდა.
უფრო დეტალურად, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
- იანვარ-თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
- მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი
- აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი
- მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი
სებ-ის თანახმად, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, აგრძელებენ საერთაშორისო რეზერვების შევსებას.
"საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის",- აღნიშნულია სებ-ის პრესრელიზში.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 ივლისს გამოაქვეყნებს.




























